პროექტის სახელი
მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით.
სტატისტიკური გამოკვლევების პირველი ეტაპი მონაცემების შეგროვებაა.
მონაცემთა შეგროვების საშუალებებია გაზომვა,ექსპერიმენტი,ადამიანთა ჯგუფის გამოკითხვა წინასწარ მომზადებული ანკეტით.
პროექტის სრული აღწერა
მონაცემთა წარმოდგენის ერთ-ერთი ხერხი დაკვირვება და დაკვირვების შედეგების დაფიქსირებაა. თამბაქოს წევის მავნებლობა სწორედ მწეველთა ჯამრთელობაზე მრავალი დაკვირვებისა და ამ დაკვირვების ანალიზის შედეგად დადგინდა.
დაკვირვების , გამოკითხვის,ან მონაცემთა შეგროვების სხვა რაიმე ხერხის გამოყენებით მიღებული შედეგების დასამუშავებლად მნიშვნელოვანია ამ მონაცემების ხელსაყრელი სახით წარმოდგენა. ერთერთი ხერხი მონაცემების გეომეტრიული გამოსახვაა. დიაგრამების,ჰისტოგრამების ,სიხშირეთა განაწილების პოლიგონის,ფოთლოვანი დიაგრამის აგება და სხვა.
მონაწილეთა ასაკი
14 -15 წლის.
ვადები\ ხანგრძლივობა
ორი კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები
მოსწავლეები მოიპოვებენ დასმული ამოცანისვთის საჭირო მონაცემებს. ითვლიან და იყენებენ შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს,აფასებენ საშუალოს, მედიანას, დიაპაზონს, აგებენ ჰისტოგრამას. იყენებენ ინტერნეტს,მართავენ დისკუსიებს, ქმნიან ბლოგებს.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტში ჩართულია ყველა მოსწავლე. მუშაობენ ჯგუფურად. მუშაობის ეს ფორმა ყოველ მოსწავლეს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს,ავითარებს ჯგუფური პასუხისმგებლობის გრძნობას,საშუალებას იძლევა მოსწავლეებს გამოუმუშავდეს ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტების განხორციელებისა და მათი პრეზენტაციის ჩვევები. პროექტის დაცვისას შეეძლებათ აქტიური მონაწილეობა.
სარგებელი სხვებისთვის
მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა სასარგებლოა ყველასთვის სხვადასხვა ინფორმაციის მისაღებად.
სამუშაო ენა
ქათული.
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ყველა საგანს სჭირდება მონაცემების შეგროვება ამა თუ იმ საკითხზე.
მშობლიური ენა
მისი ცოდნის აუცილებლობა
უცხო ენა
ინტერნეტში ინფორმაციის მოპოვება და გადათარგმნა.
ისტ
განხორციელება ხდება ინფორმაციის ტექნოლოგიების გამოყენებით
პროექტის ფასილიტატორი
თამარ შადური
ფასილიტატორის ელ.ფოსტა
tamarshaduri@gmail.com
პროექტის ფორუმი
პროექტის ვებ-გვერდიბლოგი
http://tamarshaduri.blogspot.com/
Saturday, December 19, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment